დეკემბერში ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა – თიბისი კაპიტალი

დეკემბერში ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალი დეკემბრის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიხედვით, თიბისი ბანკის არხებით ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა.

აღსანიშნია, რომ მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ისე უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად გაიზარდა, თუმცა მომხმარებლის დანახარჯების ზრდის ტემპი შენელდა. თიბისი არხებით განხორციელებული ჯამური უნაღდო დანახარჯები, დეკემბერში წლიურად 15%-ით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა კი წლიურად 9%-ით გაიზარდა. მაშინ როდესაც 2023 წლის დეკემბერში დანახარჯების წლიური ზრდა 20%, ტრანზაქციების კი 35% იყო.

მომხმარებლის დეკემბრის დანახარჯების მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი იპოთეკური სესხების მოცულობამ წლიურად უარყოფითი ზრდის ტემპი აჩვენა 23%-ით შემცირდა.

ამასთან, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების წლიური 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ელექტრონიკაზე თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯებმა, 18%-იანი წლიური ზრდა შეადგინა. ავეჯსა და მოწყობილობებზე კი უნაღდო დანახარჯები გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს კი 127 მისამართზეა ხელმისაწვდომი – ირაკლი კობახიძე

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს…

“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში – იუსტიციის მინისტრი

ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში…

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…